საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 2 თებერვლის N1914/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საუნივერსიტეტო წესის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 19 მაისის N12/04 ერთობლივ ბრძანებაში და მისი მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -
„3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯილდო გამოიყოფა აკადემიური პერსონალისთვის, ვისაც ჯილდოზე წარმოდგენილი სტატია გამოქვეყნებული (ან ოფიციალურად დასაბეჭდად მიღებული) აქვს მიმდინარე კალენდარულ წელს და ვინც ჯილდოზე წარმოდგენილი სტატიისგან დამოუკიდებლად ასრულებს შესაბამისი სახელფასო კატეგორიით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევით დატვირთვას, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრულია აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N112 დადგენილებით (ამავდროულად, ჯილდოს მისაღებად წარმოდგენილი სტატია არ უნდა იყოს გამოყენებული შესაბამისი სახელფასო კატეგორიით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევით დატვირთვაში სტატიის ავტორ/თანაავტორ აკადემიური პერსონალის მიერ, რომელთაც ექნებათ ჯილდოს მიღების ოფიციალურად გამოხატული სურვილი). ამ პუნქტით გათვალისწინებული სტატიის საფუძველზე, ჯილდოზე განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს მომდევნო კალენდარული წლის იანვრის თვის ბოლო სამუშაო დღე.“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა საფინანსო და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტისათვის ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
რექტორი გიორგი შარვაშიძე
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე